2026 წლის პულიცერის პრემია საერთაშორისო რეპორტაჟისთვის მოიპოვა Associated Press-ის გამოძიებების სერიამ, რომელიც აანალიზებს მასობრივ თვალთვალის სისტემებს და მათში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების როლს. კვლევა აჩვენებს, როგორ ვრცელდება სათვალთვალო ინფრასტრუქტურა მსოფლიოს მასშტაბით. გამოძიებები შეეხება სათვალთვალო სისტემებს ჩინეთში, ასევე ღაზაში, ნეპალსა და თავად აშშ-ში. გამოძება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, ეს ტექნოლოგიები ხშირად შექმნილია Silicon Valley-ში, აშშ-ის მთავრობის ცოდნით. გამოძიება აჩვენებს როგორ იყენებენ მაღალტექნოლოგიურ სისტემებს სახელმწიფოები მოქალაქეების მუდმივი მონიტორინგისთვის და მილიტარისტული მიზნებისთვის, მათ შორის უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ. წაიკითხეთ გამოძიების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები:

#რადარზე


