ვექტორი არის ციფრული ჟურნალი, რომელიც იკვლევს, როგორ აყალიბებს ტექნოლოგია თანამედროვე პოლიტიკურ რეალობას და გარდაქმნის ძალაუფლების ფორმებს იქ, სადაც ციფრული ინფრასტრუქტურა და პოლიტიკური გავლენები იკვეთება.
იმ დროს, როდესაც ინფორმაცია სულ უფრო პასიურ რეჟიმში, სწრაფად და ზედაპირულად მიიღება, ხოლო ონლაინ დისკუსია ხშირად ემოციური და ფრაგმენტულია, ვექტორი მკითხველს სთავაზობს სივრცეს კრიტიკული გააზრებისთვის. ეს არის მცდელობა, ყურადღება გამახვილდეს თანამედროვე საინფორმაციო ნაკადების იმ პროცესებზე, რომლებიც ხშირად უხილავად განსაზღვრავს ჩვენს პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს.
ვექტორი დამოუკიდებელი ინიციატივაა და ღიაა თანამშრომლობისთვის ავტორებთან, რომლებიც მის ხედვას იზიარებენ.



